შეიძლება ითქვას, დღეს არაჩვეულებრივად გავერთეთ. ძალიან სასიამოვნო სამუშაო გვქონდა. იმდენად სასიამოვნო, რომ coffe break-იც აღარ გაგვხსნებია.
წარმოვიდგინე იგივე სიტუაცია გაკვეთილზე და საკუთარი თავი მოსწავლის პოზიციაში. მივხვდი, რომ არ ტყუიან, როცა ცოტას ცელქობენ.
ვნახოთ ხვალ რა იქნება.
ისე, ყველა შემდეგი ტრენინგი წინაზე საინტერესოა და დროც აჩქარდა თითქოს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა:
- როგორ შეიქმნა და ვინჩის ''ვიტრუვიუსის ადამიანი''?
თემატური კითხვები:
- რა არის სიმეტრია?
- რას განაპირობებს სიმეტრია სამყაროში?
- სიმეტრიის რომელ ფორმებს ვხვდებით ცოცხალ სამყაროში?
შინაარსობრივი კითხვები:
- როგორ გაიყოფა ადამიანის სხეული წარმოსახვითი ღერძის ვერტიკალურად გავლებისას?
- სიმეტრიის როგორი პრინციპით არის აგებული ადამიანის სხეული?
- როგორ დავადგინოთ ადამიანის სხეულის პროპორციები?
- როგორ არიან განლაგებული ადამიანის ორგანიზმში წყვილი და კენტი ორგანოები?
- რა შეიძლება გამოიწვიოს სიმეტრიის დარღვევამ ადამიანის ორგანიზმში?
გეთანხმები თამუნა, ყოველი მომდევნო ტრენინგი წინაზე მეტად მაოცებს. ნატიას თრენინგს როგორ გამოვტოვებდი 2საათიან ჯგუფსი დავესწარი, მართალი ხარ მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ReplyDeleteდღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ტრენინგი ისე სწრაფად დამთავრდა...გულიც კი დამწყდა. კარგი ტრენერი გვყავს. მადლობა ნათიას.
ReplyDeleteეს რა ლამაზი ბლოგი გაქვს, მეც მასწავლე
ReplyDeletecoffee break-ი ხვალაც რომ გამოვტოვოთ ქეთი აღარ გვაპატიებს :))
ReplyDeleteნუ გამოვტოვებთ, ეგ ჩვენზეა დამოკიდებული
ReplyDelete