Sunday, October 27, 2013

IV დღე

ძალიან საინტერესო სამუშაო გვქონდა დღეს: ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, შეფასების დროის ჩარჩოზე, შევქმენით პროექტის გეგმის პრეზენტაცია.





ძალიან, ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა.

Saturday, October 26, 2013

III დღე





http://cornerofheaven1.blogspot.ro/
შეიძლება ითქვას, დღეს არაჩვეულებრივად გავერთეთ. ძალიან სასიამოვნო სამუშაო გვქონდა. იმდენად სასიამოვნო, რომ  coffe break-იც აღარ გაგვხსნებია.
წარმოვიდგინე იგივე სიტუაცია გაკვეთილზე და საკუთარი თავი მოსწავლის პოზიციაში. მივხვდი, რომ არ ტყუიან, როცა ცოტას ცელქობენ.
ვნახოთ ხვალ რა იქნება.
ისე, ყველა შემდეგი ტრენინგი წინაზე საინტერესოა და დროც აჩქარდა თითქოს.



მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:

  • როგორ შეიქმნა და ვინჩის ''ვიტრუვიუსის ადამიანი''?


თემატური კითხვები:



  • რა არის სიმეტრია?
  • რას განაპირობებს სიმეტრია სამყაროში?
  • სიმეტრიის რომელ ფორმებს  ვხვდებით ცოცხალ სამყაროში? 
                       
შინაარსობრივი კითხვები:



  •   როგორ გაიყოფა ადამიანის სხეული წარმოსახვითი ღერძის ვერტიკალურად გავლებისას?
  •  სიმეტრიის როგორი პრინციპით არის აგებული ადამიანის სხეული?
  •  როგორ დავადგინოთ ადამიანის სხეულის პროპორციები?
  •  როგორ არიან განლაგებული  ადამიანის  ორგანიზმში  წყვილი და კენტი ორგანოები?
  • რა შეიძლება გამოიწვიოს სიმეტრიის დარღვევამ ადამიანის ორგანიზმში?


    Thursday, October 24, 2013



    ასე გამოვიყურები  შაბათის მოლოდინში.....



    http://cornerofheaven1.blogspot.ro/


    გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ცოტას ვზარმაცობ. იმედია ნათიას არ გავაბრაზებ ჩემი გულახდილობით. ნათ, დროის დეფიციტს განვიცდი და ამიტომ ,,მეზარმაცება". იმედია შაბათამდე მოვასწრებ დავალების შესრულებას.




    პარასკევი...... ხვალ შაბათიააააა.........



    http://cornerofheaven1.blogspot.ro/

    Sunday, October 20, 2013

    II დღე




    გარეთ ისევ ცუდი ამინდია. ცივა და წვიმს.....

    http://cornerofheaven1.blogspot.ro

    ჩვენ, როგორც მონდომებული პედაგოგები, მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობთ როგორ აღვზარდოთ XXI საუკუნის წარმატებული ადამიანები. ვცდილობთ, მათ შევუქმნათ საინტერესო რესურსი, რათა სახალისო და საინტერესო გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი.

    Saturday, October 19, 2013

    I დღე

    დაიწყოოოოო
    გარეთ ძალიან ცუდი ამინდია. ცივა. წვიმას აპირებს.
    ტრენინგზე ძალიან კარგი ატმოსფეროა. თბილა.
    ნათია, როგორც ყოველთვის ძალიან მოტივირებულია, ყველას გადმოედო ეს პოზიტიური მუხტი.
    ანუ-ვიწყებთ!!!

    20:25
    ხვალინდელი დღის მოლოდინში.....

    http://cornerofheaven1.blogspot.ro/http://cornerofheaven1.blogspot.ro/     დავწერ პროექტს?...........